უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა.
შესაბამისად, აშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთის მიმართ სანქციების მე-11 პაკეტში ეს საექსპორტო მიმართულებაც გაითვალისწინეს – რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლით საქონელს მიწოდების სავარაუდო მარშრუტი.
დასავლეთის სანქციების შესაბამისად, აიკრძალა ავტომობილების რეექსპორტი რუსეთსა და ბელორუსში.
საქსტატის მონაცემების თანახმად, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე $53 მილიონის ღირებულების 3 786 ავტომობილი გავიდა.
მსუბუქი ავტომობილების საექსპორტო ბაზრების რეიტინგში რუსეთი მეხუთე ადგილს იკავებს და მისი წილი მთლიან ექსპორტში 5.3%-ს შეადგენს.
რუსეთში ექსპორტი 2022 წელსაც მაღალი იყო. სულ წლის განმავლობაში საქართველოდან $76 მილიონის 5 395 ავტომობილი გავიდა.
რაც შეეხება ბელარუსს, წელს 6 თვეში ამ ქვეყანაში $2,5 მილიონის ღირებულების 129 ავტომობილი გავიდა.