Galt&taggart-ის პროგნოზით, 2023 წელს უძრავი ქონების ფასები კვლავ მოიმატებს, თუმცა, ზრდის ტემპი შემცირებული იქნება.
საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ფასები 5%-ით მოიმატებს ლარში და 8%-ით – დოლარში.
„წელს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზომიერი ზრდაა მოსალოდნელი. ამის მიზეზი იქნება ის, რომ სამშენებლო ხარჯების ზრდა დასტაბილურდა”, – ასეთ შეფასებას აკეთებს Galt&taggart.
მათ მიერ ჩატარებულმა უძრავი ქონების ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ უძრავი ქონების გაძვირებაზე რუსეთის მოქალაქეების შესყიდვებმა იმოქმედა, თუმცა, თბილისში ფასებზე ყველაზე მეტად მაინც გაძვირებული მშენებლობა მოქმედებს.
„ამ ეტაპზე მიგრანტების მხრიდან ბინების შესყიდვაზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა არ ფიქსირდება. 2022 წლის მკვეთრი ზრდის შემდეგ, ქირის ფასების დასტაბილურებას ველოდებით. 2023 წელს ქირის ფასის ნულოვან ზრდას ვვარაუდობთ, როგორც ლარში, ისე დოლარში”, – მიიჩნევენ Galt&taggart-ის მკვლევრები.