რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვაგნერის მეთაურთან ევგენი პრიგოჟინთან დაპირისპირების ჩავლის შემდეგ ამბობს, რომ მისთვის პრიორიტეტი უკრაინასთან სამხედრო ოპერაციაა.
„რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის პრიორიტეტია. ასე იწყება დღე და ასე მთავრდება”, – თქვა პუტინმა, როდესაც მას ჰკითხეს, რამდენ დროს უთმობს უკრაინაში ომის მიმდინარეობას.
მისი თქმით, მუდმივ კონტაქტშია სამხედრო-სამრეწველო საწარმოებთან, რათა გაიგოს, კიდევ რა არის საჭირო ფრონტისთვის.
„ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ, რა გზებით, რა ტემპით უნდა გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა”, –განაცხადა პუტინმა.