საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა.
გიორგი ბაქრაძე ამჟამად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველია.
დიმიტრი ჯაფარიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორი და „ზირაათ ბანკი – საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრია.
13 ივნისს პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლია. შემდეგ კი მიიღო „ქართული ოცნების” კანონპროექტის პირვანდელ ვერსია, რომელიც ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შემოაქვს.
ამჟამად ეროვნულ ბანკს სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს. ხოლო პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი ასრულებს.
მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების საკითხზე სალომე ზურაბიშვილთან 6 ივნისს ისაუბრეს და პრეზიდენტმა მათ უთხრა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს კანდიდატურებს არ წარუდგენდა.