ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბანკები და ფინანსები

პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონს ვეტო დაადო

ავტორი Nona
20:53, 23 თებერვალი, 2023
- ბანკები და ფინანსები, სიახლეები
პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონს ვეტო დაადო

Forbes.com

გაზიარებაგაზიარება

„ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებებს ვადებ ვეტოს, რადგან ის არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია,” – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი არ ეთანხმება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დამატებას. როგორც ცნობილია, მან უნდა შეასრულოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა, მანამ სანამ საქართველოს პრეზიდენტი სებ–ის ახალ ხელმძღვანელს არ დანიშნავს.

„რა საჭიროა დამატებითი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა? მაშინ, როცა მოქმედი 3 ვიცე-პრეზიდენტიდან თავისუფლად შესაძლებელია ერთ-ერთმა შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა, ამას პრაქტიკა ადასტურებს”, – კითხულობს სალომე ზურაბიშვილი.

როგორც ცნობილია, ამჟამად მიმდინარეობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შერჩევის პროცესი. ამ პროცესის პარალელურად, პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის კანდიდატი უნდა წარუდგინოს. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს ეჭვი აქვს, რომ მის კანდიდატურებს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს და შესაბამისად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს კანონით მიეცემა უფლებამოსილება, განუსაზღვრელი ვადით შეასრულოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა.

„რა საჭიროა დამატებითი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა? მაშინ, როცა მოქმედი 3 ვიცე-პრეზიდენტიდან თავისუფლად შესაძლებელია ერთ-ერთმა შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა, ამას პრაქტიკა ადასტურებს. მაშასადამე, ჩნდება კითხვა: ნუთუ ხელისუფლებას არცერთი ვიცე პრეზიდენტის კანდიდატურა არ აკმაყოფილებს და სჭირდება დამატებითი ადგილის შექმნა?”,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ის „ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმედს იტოვებს, რომ ვეტო არ დაიძლევა და მის მიერ შეთავაზებული მოტივირებული შენიშვნები იქნება გათვალისწინებული”.

თეგები: ეროვნული ბანკიპარლამენტისალომე ზურაბიშვილისაქართველოს პრეზიდენტი

დაკავშირებული სიახლეები

ეროვნული ბანკის მოთხოვნით, ბანკებმა მეტი კაპიტალი უნდა დაარეზერვონ
ბანკები და ფინანსები

რა შემთხვევაში შეარბილებს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას?

12:44, 7 მაისი, 2025
სებ, სავალუტო ფონდი,
ბანკები და ფინანსები

სებ-ის საბჭოს წევრებს ანაზღაურება 6,500-დან 10,400 ლარამდე კანონის მიღების გარეშე გაუზარდეს: აუდიტი

13:35, 5 მაისი, 2025
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება

“ოცნებამ” მესამე მოსმენით მიიღო FARA და შეცვალა მედიის კანონი

14:16, 1 აპრილი, 2025
ეროვნული ბანკი VISA-ს და MASTERCARD
ბანკები და ფინანსები

VISA და MasterCard არასაბარათე საგადახდო სისტემის პარალელურად იმუშავებს: ეროვნული ბანკი

14:37, 28 მარტი, 2025

ბოლო სიახლეები

ლარი, ლარის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

5 საათის-ის წინ
სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

8 საათის-ის წინ
თიბისი, მთავარია გჯეროდეს

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

9 საათის-ის წინ
ომი უკრაინაში

 რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება და მის შენიღბვას მოლაპარაკებებით ცდილობს: FT

9 საათის-ის წინ
საბანკო დავალიანება, ვადაგადაცილება, სესხი, შავი სია

1 მაისისთვის მსესხებელთა საბანკო დავალიანება 21%-ით არის გაზრდილი: კრედიტინფო

9 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved