ევგენი პრიგოჟინი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის – ვლადიმერ პუტინის გამოსვლას, სადაც მის წამოწყებულ სამხედრო აჯანყებას, ღალატი უწოდა.
ვაგნერის მეთაურმა განაცხადა, რომ „სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით პრეზიდენტი ღრმად შეცდა. არავინ აპირებს თავისი ნებით ჩაბარებას“.
პრიგოჟინი ამბობს, რომ ისინი სამშობლოს პატრიოტები არიან და იბრძვიან, რადგან არ უნდათ, „ქვეყანა კორუფციაში, მოტყუებაში და ბიუროკრატიაში ცხოვრობდეს”.
პრიგოჟინს კომენტარი არ გაუკეთებია პუტინის მუქარაზე, რომ აჯანყების მონაწილეები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან.