პოლონეთმა თავის ტერიტორიაზე უკრაინული აგრარული პროდუქციის ტრანზიტი დაუშვა, მაგრამ გადამზიდავებისთვის მკაცრი წესები შემოიღო.
გადამზიდავებმა, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ტრანზიტს ახორციელებენ, უნდა შეასრულონ შემდეგი პირობები:
- ჰქონდეთ საწვავის რეზერვი ავზში, რათა გადაკვეთონ პოლონეთის ტერიტორია ბენზინგასამართ სადგურზე გაჩერების გარეშე (მინიმალური რეზერვი 150 კმ). გადამზიდავი კვეთს პოლონეთს გამცილებლის თანხლებით და ბენზინგასამართ სადგურზე შესვლა მხოლოდ მისი თანხლებით შეუძლია;
- მანქანის დასალუქად უნდა შეასრულონ ყველა საჭირო მოთხოვნა.
თუ ეს ორი პირობა არ დაკმაყოფილდება, გადამზიდავს პოლონეთის საბაჟო ქვეყნის ტერიტორიის გავლის უფლებას არ მისცემს, მას უკრაინაში დააბრუნებენ.
სატრანზიტო პირობების გამკაცრებით პოლონეთი ცდილობს, უკრაინული საქონელი მის ბაზარზე არ გაიყიდოს.
უკრაინის აგრარული პროდუქციის ტრანზიტი უნდა დასრულდეს გდანსკის, გდინიას, სვინოიშის ან შჩეცინის საზღვაო პორტებში, ან პოლონეთის ტერიტორიის გარეთ.