ფულის გათეთრების კანონმდებლობის დარღვევისთვის ცფრული პეისერა ბანკი 46 000 ლარით დაჯარიმდა.
ეროვნული ბანკის თანახმად,
- ციფრილ ბანკს კლიენტის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის მოთხოვნები აქვს დარღვეული 3 კომპანიასთან. მას ასევე დარღვევა უფიქსირდება დოკუმენტების დამოწმების ნაწილში, რასაც ფინანსური მონიტორინგის სამსახური ავალდებულებს.
- ამასთანავე, იგნორირებულია სებ-ის პრეზიდენტის N48/04 ბრძანება, კლიენტის მიმართ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონული წესით განხორციელებაზე (დარღვეულია კლიენტის ელექტრონული იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პირობა).
- 3 (სამ) კლიენტთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების გარღვევის გამო („ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის) პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სათანადოდ არ არის შესწავლილი გარიგების დეტალები, მხარეების შესახებ ინფორმაცია, კლიენტის რისკი დონე. დარღვეულია კლიენტის იდენტიფიკაციის პროცედურა.
- დამატებით დარღვევაა 2 კლიენტთან მიმართებით გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების ჩატარებაზე.
- საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგზე, არასათანადოდაა შესწავლილი ქონების და ფულადი სახსრების წარმომავლობა.
- 1 კლიენტთან მიმართებით დარღვეულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სებ-ის სახელმძღვანელოს მოთხოვნები.
- მე-2 კლიენტის ქეისს, რომელიც მაღალი რისკი კატეგორიაში არ გადის, არ ერთვის ხელმძღვანელობის დამატებითი ნებართვა. კანონი ითხოვს ხელმძღვანელობისგან მიიღოს საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან გაგრძელების ნებართვა (მე-18 მუხლ დ).