„რუსული კალკი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია არ/ვერ გაიწვევა“, – წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი. მისი თქმით, პარლამენტის რეგლამენტი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევას.
მუხლი 101.3.-ით, კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე.
როგორც ლევან ალაფიშვილის აღნიშნავს,
-ვენეციის კომისიიდან უნდა გამოიწვიონ ორივე კანონპროექტი.
-რუსული კალკი სასწრაფოდ დააყენონ საკომიტეტო/პლენარულ კენჭისყრაზე და წინააღმდეგ მისცენ ხმა, ჩააგდონ.
„აი, ეს იქნება რეალური უარი რუსულ კალკზე და საჭირო არ არის შეხვედრა-განხილვები. სხვა შემთხვევაში, ისინი მოიგებენ დროს, გადააგორებენ პროტესტს და ზაფხულის პირს საბოლოოდ მიიღებენ“, – განმარტავს ლევან ალაფიშვილი.