2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენმა თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს 100-ზე მეტი მედალი დაუბრუნეს, რომელსაც დეფექტები ჰქონდათ. ამის შესახებ ფრანგული La Lettre წერს.
2024 წლის თამაშებიდან მალევე, ზოგიერთმა სპორტსმენმა, რომლებმაც ჯილდოები მიიღეს, სოციალურ მედიაში დაწერეს, რომ მედლებს ზედა ფენა ასძვრა.
მედლების ხარისხი ამერიკელმა სკეიტბორდმა ნიჯა ჰიუსტონმა, რომელიც ბრინჯაოს მედლის მფლობელია. თავისი დეფექტის მქონე მედლის ფოტოები დეკემბერში ფრანგმა მოცურავე იოან ნ’დოიერ-ბრუარმაც გამოაქვეყნა.
La Lettre-ის ცნობით, პრობლემა უხარისხო ლაქმა გამოიწვია, რომელიც პარიზის ზარაფხანამ ჯილდოების დასამზადებლად გამოიყენა. ამ სკანდალის გამო ზარაფხანის სამი წამყვანი მენეჯერი, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ მედლების წარმოებასა და ხარისხზე, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ დეფექტის მქონე ყველა მედალს გამოცვლიან.