Telegram-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის პაველ დუროვის დაპატიმრებამ აპლიკაციის პოპულარობა გაზარდა.
დუროვი შაბათს დააკავეს. მას სოციალურ ქსელში ნარკოტიკებით ვაჭრობის, ფულის გათეთრების და ბავშვთა სექსუალური ძალადობის ხელშეწყობას ედავებიან.
ასეთი მძიმე ბრალდების მიუხედავად, Telegram-ის ჩამოტვირთვები გაიზარდა და მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა App Store-ის შემდეგ. აღნიშნულ ინფორმაციას App Intelligence ავრცელებს.
აშშ-ის აპლიკაციების ტოპ ჩარტში Telegram მე-18-დან მე-8-მდე დაწინაურდა.
Telegram-ის გლობალური ჩამოტვირთვები iOS-ზე უკვე 4%-ით გაიზარდა.
სამაგიეროდ, დუროვის მიერ შექმნილი კრიპტოვალუტა Toncoin გაუფასურდა. მისი დაკავების შემდეგ კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია $2,7 მილიარდით შემცირდა.