2024 წლის ოქტომბერში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $281 მილიონი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.5%-ით ნაკლებია($4,4 მილიონით ნაკლები გადმოირიცხა).
ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ყველაზე მეტი თანხა აშშ-დან შემოვიდა, საიდანაც გადმორიცხვებმა წლიურად 20%-ზე მეტად მოიმატა და $51 მილიონი შეადგინა. მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც $47 მილიონი გადმოირიცხა. მესამე პოზიციაზეა რუსეთი $34 მილიონით. რუსეთის ფედერაციიდან გზავნილები წლიურად 44,5%-ით არის შემცირებული, რაც მიგრანტების ნაკადის კლებას უკავშირდება.
ფულადი გზავნილები გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებიდან. მაგალითად, გერმანიიდან +19.2%; იტალიიდან +10.14%; ირლანდია, +32,4%. ხოლო ისრაელიდან გზავნილებმა +23%-ით მოიმატა.