საქსტატის წინასწარი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2023 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.2%-ით გაიზარდა.
ხოლო მშპ-ის ზრდის 2023 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 6.9%-ით განისაზღვრა.
ზრდაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, ტრანსპორტი და დასაწყობება.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სფეროში.