საქსტატმა სამეწარმეო სფეროს მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, საქართველოში ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა შემცირებულია.
2023 წლის ოქტომბერში ახალი საწარმოების რიცხვი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 11,8%-ით შემცირდა და 6 364 შეადგინა.
რაც შეეხება დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვას, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, 6%-იან ზრდას აჩვენებს.
ამ კატეგორიის საწარმოების ბრუნვა ჯამში 12, 259.5 მილიარდ ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მაჩვენებელს მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ კლების ტენდენციია ახასიათებს.
წლის დასაწყისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 18,8%-იანი ზრდა აჩვენა, შემდეგ კი შემცირება დაიწყო.