აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეყნის სავაჭრო დეფიციტი ოქტომბერში, ექსპორტის შემცირების გამო 5%-ით გაიზარდა და $64,3 მილიარდს მიაღწია. ეკონომისტების შეფასებით, ეს შეიძლება გახდეს ეკონომიკის შენელების მიზეზი მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში.
დეპარტამენტის მონაცემებით, სექტემბრის თვეში ექსპორტ-იმპორტს შორის სხვაობა $61,2 მილიარდი იყო.
ოქტომბერში ექსპორტი 1%-ით შემცირდა 258,8 მილიარდამდე, ხოლო იმპორტი გაიზარდა 0,2%-ით და $323 მილიარდი შეადგინა.
შეერთებულ შტატებს სავაჭრო დეფიციტი 1976 წლიდან აქვს, რასაც ძირითადად ნავთობის და სამომხმარებლო საქონლის გაზრდილი იმპორტი განაპირობებს.
აშშ-ის ფედერალური რეზერვის (Fed) თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა წინა კვირაში განაცხადა, რომ Fed მზადაა, საჭიროების შემთხვევაში გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი.
თუ ეს მოხდება, ეს გამოიწვევს დოლარის გაძვირებას, აქტივების ფასის ზრდას და უცხოური კაპიტალის უფრო ფართო ნაკადს.
ძლიერმა ვალუტამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს სავაჭრო დეფიციტის შემცირებას, რადგან ის იმპორტს შედარებით ხელმისაწვდომს ხდის, ხოლო ექსპორტს აძვირებს.
ცნობისთვის, 2022 წლის მარტიდან Fed-მა განაკვეთები 11-ჯერ გაზრდა 0,25%-დან 5,5%-მდე, რაც ყველაზე მაღალია ბოლო 22 წლის განმავლობაში.