საერთაშორისო ბირჟებზე უნცია ოქროს ფასი $2000-ის ნიშნულს გადასცდა. ამჯერად ძვირფასი ლითონის ფასის ზრდას ბიძგი მისცა აშშ-ის შრომის ბაზრის ახალმა მონაცემებმა, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.
უნციის ფასი $2038,9-მდე გაძვირდა. ვერცხლის ფასი $25-ს გადასცდა.
შეერთებულ შტატების შრომის ბაზრის მონაცემებმა აჩვენა, რომ ვაკანსიების რაოდენობა თებერვალში 2021 წლის მაისის შემდეგ პირველად, 10 მილიონამდე დაეცა. ხოლო იანვრის შემდეგ, ვაკანსიების რაოდენობა 632 ათასით არის შემცირებული. ექსპერტები მხოლოდ 10,4 მილიონამდე შემცირებას ელოდნენ.
რადგან ეკონომიკური მაჩვენებლები მოსალოდნელზე დაბალია, სავარაუდოა, რომ Fed საპროცენტო განაკვეთებს აღარ გაზრდის. ასევე, მცირდება დოლარის კურსიც, რაც ხელს უწყობს ოქროს ფასის ზრდას.