უნცია ოქროს ფასმა $2265-ს გადააჭარბა, რაც 1,6%-ით აღემატება ბოლო სავაჭრო სესიაზე დაფიქსირებულ ღირებულებას.
ოქროს რეკორდულად გაძვირებას ხელი შეუწყო მოლოდინმა, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთების შემცირებას უახლოვდება, ასევე გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ და ჩინეთში გაზრდილმა მოთხოვნამ.
გაზრდილი რისკების ფონზე ცენტრალურმა ბანკებმა გააქტიურეს ოქროს მარაგების შევსება, განსაკუთრებით ჩინეთში, ხოლო მომხმარებლებმა, ძვირფასი ლითონის ყიდვა აზიის უმსხვილეს ეკონომიკაში არსებული პრობლემების ფონზე დაიწყეს.
თებერვლის შუა რიცხვებიდან ოქრო დაახლოებით 14%-ით არის გაძვირებული.