ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი გამოძიების შესახებ გამოაცხადა, რომელმაც შეიძლება სავაჭრო ომი გაამძაფროს.
დღეს, უნცია ოქროს ფასი 2%-ით გაიზარდა და ისტორიაში პირველად $3300- ს გადააჭარბა.
წლის დასაწყისიდან ოქროს ფასი უკვე 20%-ზე მეტით არის გაძვირებული.
როგორც ცნობილია, აშშ-ს ადმინისტრაციამ მიკროჩიპებისა და ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტზე გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა, რაც გაზრდის სავაჭრო დაპირისპირებას
აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობა აძლიერებს გლობალური რეცესიის შიშებს.
ინვესტორები ვერ ახერხებენ გრძელვადიანი სტრატეგიების ჩამოყალიბებას ვაშინგტონის არაპროგნოზირებადი ქმედებების გამო.
სამშაბათს ტრამპმა მოუწოდა ჩინეთს დაიწყონ სავაჭრო მოლაპარაკებები. ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პეკინმა ჩინურ ავიაკომპანიებს ბოინგისგან ახალი თვითმფრინავების ყიდვა აუკრძალა.
ბაზრი წელს აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის მინიმუმ სამ შემცირებას ელოდება. მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება, როგორც წესი, ხელს უწყობს ოქროს ფასის ზრდას.
Goldman Sachs-ის პროგნოზით, 2026 წლის შუა რიცხვებისთვის ოქროს ფასი შეიძლება $4000-მდე გაიზარდოს.