ოქროს ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა. ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე, დღევანდელ ვაჭრობაზე უნცია ოქროს ფასმა $2389,5 შეადგინა და განაგრძობს ზრდას.
ძვირფასი ლითონის გაძვირებას ახლო აღმოსავლეთში მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობა და ირანის თავდასხმების შემდეგ ისრაელის შურისძიების მოლოდინი იწვევს.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ოქრო კიდევ გაძვირდება და მიმდინარე წელს უნცია $2350 გახდება, ხოლო ერთ წელიწადში მისმა ფასმა შეიძლება $3 000 -ს მიაღწიოს. ოქროს ფასის ზრდის საფუძველს ქმნის მაღალი მოთხოვნა და მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მზარდი შესყიდვები.