უნცია ოქრომ $2 ათასს მიაღწია. ძვირფასი ლითონი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 9%-ით არის გაძვირებული და ბოლო სამი წლის მაქსიმალურ ნიშნულზეა.
საერთაშორისო ბირჟაზე ბოლო ვაჭრობის დროს უნცია ოქრო 0,02%-ით გაძვირდა და პარასკევს საღამოს $1998,1-ად იყიდებოდა.
გაიზარდა ვერცხლის საერთაშორისო ფასიც. ბოლო ვაჭრობისას, ვერცხლის ფიუჩერსებმა 1,1%-ით მოიმატა და $24,25-ს მიაღწია უნციაზე.
ძვირფას ლითონზე მოთხოვნა მაღალი რჩება ევროპულ და ამერიკულ ბანკებში არსებული პრობლემების ფონზე. მოთხოვნა უსაფრთხო ინვესტიციებზეა, როგორიც არის ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონები.
საბანკო სექტორის კრიზისი რისკი, მართალია, ცოტა შემცირდა, თუმცა, სამაგიეროდ გაძლიერდა მოლოდინი, რომ ამერიკის ფედერალურმა რეზერვმა(FED) ამ წლის ბოლოს, შესაძლოა, განაკვეთები შეამციროს კიდეც. ეს ვითარება სტაბილურ ინვესტიციებს მიმზიდველს ხდის.