ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი საზოგადოება

ონკოპაციენტები ინდივიდუალურად დაფინანსდებიან – ჯანდაცვის კომიტეტი

ავტორი Nato
10:30, 4 აპრილი, 2023
- საზოგადოება, სიახლეები
ონკოპაციენტები ინდივიდუალურად დაფინანსდებიან – ჯანდაცვის კომიტეტი

imperial.ac.uk

გაზიარებაგაზიარება

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტი დაეთანხმა ონკოპაციენტების პეტიციას დაფინანსებასთან დაკავშირებით და სამართლიანად მიიჩნია თითოეული მათგანის მკურნალობისთვის ინდივიდუალური ბიუჯეტის გამოყოფა.

ონკოპაციენტების მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი პეტიცია, ჯანდაცვის კომიტეტმა გუშინ განიხილა. კომიტეტის თავმჯდომარის – ზაზა ლომინაძის განმარტებით, ონკოპაციენტების დაფინანსების წლიური თანხა სახელმწიფომ 15-დან 25 ათას ლარამდე გაზარდა, თუმცა, კომიტეტში შესული პეტიციის ავტორები, 6 ათასი პაციენტი, მოითხოვდა ამ თანხის არა თანაბრად, არამედ ინდივიდუალურად მორგებული სისტემით განაწილებას.

ზაზა ლომინაძის თქმით, ეს მოთხოვნა კომიტეტმა გაიზიარა და ის ჯანდაცვის სამინისტროს გადაუგზავნა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, როდიდან შეძლებს ონკოპაციენტების ინდივიდუალურად დაფინანსებას, რაც, ლომინაძის შეფასებით, უფრო სამართლიანი და სწორი იქნება.

„ეს ცვლილება ისედაც იყო დასახული და მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებს ამის შესახებ მანამდეც ჰქონდათ გაკეთებული განცხადებები. დარწმუნებული ვარ, სულ მალე ონკოპაციენტების დაფინანსება იქნება ინდივიდუალურად მორგებული“, – განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ონკოპაციენტები ასევე ითხოვენ ძვირად ღირებული მკურნალობის ლიმიტის გარეშე დაფინანსებას. პეტიციის ავტორებს სურთ, რომ შეიქმნას დაზღვევის უნივერსალური პაკეტი, რომელშიც ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის დაფინანსების ლიმიტი იქნება მაღალი და არა ისეთი, როგორიც ახლაა, როცა პაკეტების დიდ ნაწილში ონკოლოგიური მკურნალობის ლიმიტი საერთოდ არაა ან ძალიან მცირეა.

ასევე ხაზგასმულია პრობლემები რეგიონებში მცხოვრები პაციენტებისთვის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.

პეტიციას ხელი საქართველოს 6000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა.

თეგები: ზაზა ლომინაძეონკოპაციენტებიპეტიცია

დაკავშირებული სიახლეები

No Content Available

ბოლო სიახლეები

ლარი, ლარის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

5 საათის-ის წინ
სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

8 საათის-ის წინ
თიბისი, მთავარია გჯეროდეს

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

9 საათის-ის წინ
ომი უკრაინაში

 რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება და მის შენიღბვას მოლაპარაკებებით ცდილობს: FT

9 საათის-ის წინ
საბანკო დავალიანება, ვადაგადაცილება, სესხი, შავი სია

1 მაისისთვის მსესხებელთა საბანკო დავალიანება 21%-ით არის გაზრდილი: კრედიტინფო

9 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved