აშშ-ის სანაპირო დაცვამ ატლანტის ოკეანის ფსკერიდან ამოიღო ჩაძირული წყალქვეშა ნავის – ტიტანის ნამსხვრევები და, სავარაუდოდ, ადამიანის სხეულის ნაწილები.
დაზუსტებული მონაცემები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც წყლიდან ამოღებულ ნაშთებს სამედიცინო ანალიზს ჩაუტარებენ.
ამ დრომდე დაუდგენელია ზუსტი მიზეზი, რამ გამოიწვია ტიტანის აფეთქება. ამ საკითხს სხვადასხვა ქვეყნიდან შეკრებილი გამომძიებლების ჯგუფი შეისწავლის.
კერძო წყალქვეშა ნავი ტიტანი ატლანტის ოკეანეში 19 ივნისს აფეთქდა, ის ჩაძირული ტიტანიკისკენ მიემართებოდა. ტიტანის ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა: ყველა მათგანი დაიღუპა.