თიბისი კაპიტალის თანახმად, ნოემბერში თბილისში ბინების გაყიდვების ზრდა დაფიქსირდა. მზარდის დინამიკას აჩვენებს გაყიდვების წლიური მაჩვენებელიც.
თუმცა, ტრანზაქციები შემცირებული იყო სექტემბერ-ოქტომბერთან შედარებით.
თიბისი კაპიტალის მიმოხილვა ეყრდნობა თიბისი ბანკის არხებში დაფიქსირებული ტრანზაქციების ანალიზს. მიმოხილვის თანახმად, წინა თვეში დედაქალაქში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციებმა წლიური 10%-იანი ზრდა აჩვენა. რაც შეეხება ახალი იპოთეკური სესხების მოცულობას, წინა თვეში ის 5%-ით არის მომატებული.