მსოფლიო ბანკი ნავთობის გაიაფების მიუხედავად, მის ფასთან დაკავშირებით ნეგატიურ პროგნოზს აკეთებს.
მსოფლიო ბანკის მიერ გუშინ, 30 ოქტომბერს, გავრცელებული გაფრთხილება ეფუძნება ვარაუდს, რომ ღაზაში მიმდინარე ომის ესკალაციამ შესაძლოა, ბარელი ნავთობის ფასი $157-მდე გაზარდოს.
ამ სცენარის შემთხვევაში, ნავთობის გლობალური მიწოდება შემცირდება 6-დან 8 მილიონ ბარელამდე დღეში. ეს გამოიწვევს ფასების ზრდას – ბარელზე $140-დან $157-მდე.
ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ „მცირე შეფერხების“ სცენარის შემთხვევაში, ნავთობის ფასი შეიძლება $93-დან $102-მდე გაიზარდოს, ხოლო „საშუალო შეფერხების“ სცენარით, მისი ღირებულება $109-დან $121-მდე მოიმატებს.
გარდა ამისა, მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ საწვავზე გაწეული ხარჯის ზრდა საზიანო გავლენას მოახდენს სურსათის ფასებზე და გაზრდის ინფლაციას ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიუხედავად.
დღეს ნავთობის ფასმა ისევ მოიმატა წინა სესიაზე 3%-ზე მაღალი ვარდნის შემდეგ. ფიუჩერსებით ვაჭრობას ჩინეთის სავალალო ეკონომიკურმა მონაცემებმა მოუსწრო.
Brent-ის დეკემბრის ფიუჩერსები 0,41%-ით გაძვირდა და $87,81 შეადგინა.
აშშ-ის West Texas Intermediate ნავთობის ფასი ბარელზე $82,65-მდეა.