ნავთობის ფასი 1%-ზე მეტად გაიზარდა რუსეთიდან ექსპორტის შემცირებისა და წითელ ზღვაში მოძრავ გემებზე ჰუსიტების თავდასხმების საფრთხის გამო.
Brent-ის ნავთობის ფიუჩერსებმა ბარელზე $76.72-ს მიაღწია, ხოლო აშშ-ის WTI-ის ფასი $71.91-ია.
რუსეთიდან ნავთობის ექსპორტს ამჯერად უამინდობა უშლის ხელს, ხოლო წითელ ზღვაში ნავთობის გადაზიდვას იემენის მახლობლად თავდასხმების საშიშროება აფერხებს.
რუსეთმა კვირას განაცხადა, რომ ექსპორტს დეკემბერში უფრო მეტად შეამცირებს – დღიურად 50,000 ბარელით ან მეტით. მისი მიზანი, უმსხვილეს ექსპორტიორებთან ერთად, ნავთობის გლობალური ფასების ხელოვნურად აწევაა.
მოსკოვმა პარასკევს პორტებიდან შეაჩერა ურალის ნავთობის ექსპორტის დიდი ნაწილი ქარიშხლისა და დაგეგმილი შემცირების გამო.
უდიდესმა გადამზიდავებმა – MSC-მა და A.P. Moller-Maersk-მა განაცხადეს, რომ თავს აარიდებდნენ სუეცის არხს, რადგან იემენის მებრძოლები აძლიერებენ თავდასხმებს კომერციულ გემებზე.