დღევანდელ საბირჟო ვაჭრობაზე ნავთობის ფასი 2%-ზე დაეცა, რითაც გაბათილდა წინა კვირაში დაფიქსირებული ზრდა.
ბარელი Brent-ის ფიუჩერსები 2,3%-ით დაეცა და $77,20 შეადგინა, ხოლო აშშ-ს West Texas Intermediate-ის ნავთობის ფიუჩერსები 2,47%-ით, $73,69-მდე შემცირდა.
ნავთობის გაიაფების ერთი მიზეზი ჩინეთის ეკონომიკური მდგომარეობაა. ქვეყნის მთავრობის სტიმულირების გეგმებმა ვერ აღადგინა ინვესტორების ნდობა და ქვეყანაში ნავთობის იმპორტი უკვე მეხუთე თვეა ეცემა. სექტემბერში ის წლიურად 0,6%-ით შემცირდა, რადგან ქარხნებმა შეზღუდეს შესყიდვები საწვავის სუსტი შიდა მოთხოვნისა და ექსპორტის მარჟების შემცირების გამო. ამასთან ერთად, ჩინეთში დეფლაციაა, რაც მოთხოვნის კლებით არის გამოწვეული. ამან გააღრმავა მოლოდინი, რომ საწვავზე მოთხოვნა კიდევ შემცირდება.
ბაზარი ასევე ელოდება ისრაელის თავდასხმას ირანის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე, რაც საწვავის გაძვირებას აძლევს სტიმულს