ამერიკული იურიდიული ფირმა Haynes Boone LLC-ის ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ბარელი ნავთობის ფასი შესაძლოა $60-ზე დაბლა დაეცეს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შუა პერიოდში. ამის შესახებ Bloomberg წერს.
იურიდიული ფირმა ამ პროგნოზის გაკეთებისას დაეყრდნო 26 ბანკირის გამოკითხვას, რომლებიც ვარაუდობენ, რომ WTI-ის ფასი 2027 წლისთვის ბარელზე $58,62-მდე შემცირდება, რაც მის ახლანდელ ფასზე $10-ით ნაკლებია.
მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობისას დაეხმარება ფიქლის აირის მწარმოებლებს შეერთებულ შტატებში, რათა გაზარდონ გამომუშავება. თუმცა, Exxon Mobil-ის პრეზიდენტმა ლიამ მალონმა ცოტა ხნის წინ უარყო, რომ ამერიკელი მწარმოებლები მკვეთრად გაზრდიან გამომუშავებას. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ბუნებრივი აირი მთავარი ინსტრუმენტი იქნება თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის ენერგეტიკული მიზნების მისაღწევად, რადგან ნედლი ნავთობის მოპოვების ზრდა სულ უფრო რთული ხდება.