ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ეკონომიკა

ნავთობის ფასი მეორე კვირაა იკლებს – მიზეზები

ავტორი Nona
13:23, 10 ივნისი, 2023
- ეკონომიკა, სიახლეები
ნავთობის ფასი მეორე კვირაა იკლებს – მიზეზები

Bloomberg

გაზიარებაგაზიარება

ნავთობის ფასი პარასკევის ვაჭრობაზე ერთ ბარელზე დოლარზე მეტით დაეცა.

ზედიზედ მეორე კვირაა ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე იკლებს- WTI ფიუჩერსები ყოველკვირეულად 2%-ით ეცემა, ხოლო Brent-ის ფასი -1.6%-ით.

Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსების ფასმა კვირის ბოლოს ბარელზე $74,79 შეადგინა, ხოლო Texas Intermediate ნავთობის ფასი $70,17-ზე ჩამოვიდა.

ამჯერად ფასის ვარდნას ბიძგი მისცა ჩინეთის ეკონომიკური მონაცემების გამოქვეყნებამ, რომელმაც აჩვენა, რომ ექსპორტი შემცირებულია, რამაც ნავთობზე მოთხოვნის კლების მოლოდინი შექმნა.

სავაჭრო ბირჟებზე გაჩნდა ვარაუდი, რომ ჩინეთში მოთხოვნის კლება გადაფარავს საუდის არაბეთის გადაწყვეტილებას, ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ.

ამ ფაქტორს ემატება მონაცემები, აშშ-ის ნავთობის მარაგების ზრდის შესახებ.

ასევე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ირანის ბირთვული შეთანხმება გარდაუვალია და ეს გამოიწვევს ბაზარზე ნავთობის მეტი მოცულობით მიწოდებას. მოგვიანებით ორივე ქვეყანამ უარყო ეს ინფორმაცია, რის გამოც ფასის კლება შეჩერდა.

ექსპერტების პროგნოზით, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ზაფხულის სეზონზე საწვავზე მოთხოვნის ზრდის ოდენობა. ინვესტორები დაელოდებიან, სანამ ნავთობის მარაგის უფრო დიდი კლება გახდება შესამჩნევი.

ზოგიერთი ანალიტიკოსი ნავთობის ფასების ზრდას იმ შემთხვევაში ვარაუდობს, თუ აშშ-ის ფედერალური რეზერვი შეაჩერებს საპროცენტო განაკვეთების ზრდას მომდევნო სხდომაზე, რომელიც 13-14 ივნისს უნდა გაიმართოს.

ანალიტიკოსების თქმით, ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს საუდის არაბეთის მომავალ ნაბიჯზე მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით.

თეგები: აშშ-ს ფედერალური რეზერვინავთობის ფასი

დაკავშირებული სიახლეები

ნავთობის ფასი
ეკონომიკა

Goldman Sachs ნავთობის ფასის პროგნოზს ერთ თვეში მესამედ ამცირებს

13:41, 6 მაისი, 2025
Brent, ნავთობი,
ეკონომიკა

ნავთობის ფასი 4-წლიან მინიმუმამდე დაეცა

10:54, 9 აპრილი, 2025
ნავთობის ფასი,
ეკონომიკა

ნავთობის ფასი ეცემა

11:38, 7 აპრილი, 2025
ოქროს ფასი, ნავთობი, დოლარის კურსი, მსოფლიო ბაზარი
ეკონომიკა

ნავთობის ფასი 7%-ით დაეცა

21:55, 3 აპრილი, 2025

ბოლო სიახლეები

ლარი, ლარის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

4 საათის-ის წინ
სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

7 საათის-ის წინ
თიბისი, მთავარია გჯეროდეს

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

8 საათის-ის წინ
ომი უკრაინაში

 რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება და მის შენიღბვას მოლაპარაკებებით ცდილობს: FT

8 საათის-ის წინ
საბანკო დავალიანება, ვადაგადაცილება, სესხი, შავი სია

1 მაისისთვის მსესხებელთა საბანკო დავალიანება 21%-ით არის გაზრდილი: კრედიტინფო

9 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved