ნავთობი გაძვირდა მას შემდეგ, რაც ინდუსტრიის მონაცემებმა აჩვენა, რომ აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები შემცირდა. ამას დაემატა ისიც, რომ მექსიკის ყურეში ქარიშხალი ახლოვდება.
Brent ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსები გაიზარდა 0,36%-ით, $85,80-მდე ბარელზე.
West Texas Intermediate ნავთობის ფიუჩერსები 0.47%-ით გაიზარდა და $81.54 შეადგინა.
აშშ-ის ნავთობის ინსტიტუტის მონაცემებით, აშშ-ის ნედლი ნავთობის მარაგი დაახლოებით 11,5 მილიონი ბარელით შემცირდა წინა კვირაში. ეს მოსალოდნელზე დიდი შემცირებაა.
ანალიტიკოსების შეფასებით, მარაგების გაზრდილი ხარჯვა დადებითია ნავთობის ბაზრისთვის, რადგან ეს მყარ მოთხოვნაზე მიუთითებს.
ინვესტორებმა ფიუჩერსების შესყიდვები გაზარდეს ქარიშხლის მოახლოების გამო, რომელიც მექსიკის ყურეში, აშშ-ის ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ძირითადი უბნების აღმოსავლეთით ტრიალებს.
მექსიკის ოფშორულ ყურეში აშშ-ის ნავთობის დაახლოებით 15%-ისა და ბუნებრივი აირის დაახლოებით 5%-ის მოპოვება ხდება.
რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდება, სავარაუდოდ, შემცირდება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ საუდის არაბეთი ოქტომბრამდე გაახანგრძლივებს მოპოვების ნებაყოფლობით შემცირებას. ასევე, სპეციალისტების ვარაუდით, მსოფლიოს უდიდესი ექსპორტიორი ნავთობის ფასს აზიურ მომხმარებლებს მაქსიმუმამდე გაუზრდის.