ნედლი ნავთობის ფასებმა ზრდა დაიწყო და ბოლო ოთხი თვის მაქსიმუმს მიაღწია ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შემდეგ.
Brent-ის ნავთობის ფასმა ორსაბათს დილით, 2%-ზე მეტით მოიმატა და $81,5-ს მიაღწია.
West Texas Intermediate კი $78-ად იყიდებოდა.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ მიღებული ახალი სანქციები დღემდე ყველაზე მკაცრია. ის რუსული Gazprom Neft–სა და Surgutneftegaz-ის წინააღმდეგ არის მიმართული. სანქციების ქვეშ მოექცა 183 ტანკერიც.
ექსპერტების შეფასებით, ახალი სანქციები რისკებს უქმნის ნავთობის მიწოდებას, რაც ფასებზეც აისახება. სანქციები შეეხება გემებს, რომლებსაც ყოველდღიურად 1,5 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი გადაჰქონდათ. სანქცირებული ტანკერები ჩინეთის მახლობლად არიან ჩარჩენილი.
Bloomberg-ის ინფორმაციით, სამი ტანკერი, რომლებიც 2 მილიონ ბარელზე მეტი რუსული ნავთობითაა დატვირთული, აღმოსავლეთ ჩინეთის წყლებშია და პორტში შესვლას ვეღარ ახერხებს.
ანალიტიკოსების აზრით, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ განცალკევებული სანქციები აზიურ ქვეყნებს აიძულებს, რუსული ნავთობი ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და ამერიკის მიწოდებით ჩაანაცვლონ, რაც გაზრდის ტრანსპორტირების ხარჯებს. სანქციებს ემატება აქციას ემატება აშშ-ს მარაგების კლება, ცივი ამინდი და ვარაუდი, რომ ტრამპის მომავალმა ადმინისტრაციამ შესაძლოა, ირანის მიმართ სანქციები გაამკაცროს. ამ გარემოების გათვალისწინებით, მომავალში ნავთობის კიდევ უფრო გაძვირებაა მოსალოდნელი.