ნავთობი ძვირდება. მიზეზი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავების საფრთხე გახდა, რაც ისრაელის მიერ ოკუპირებულ გოლანის მაღლობებზე სარაკეტო დარტყმას მოჰყვა.
ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსები $81,53-მდე გაძვირდა. WTI-ის ფიუჩერსების ფასი კი $77,50-მდე გაიზარდა.
ისრაელის უშიშროების კაბინეტმა, კვირას მიღებული გადაწყვეტილებით, მთავრობას უფლება მისცა, თავად განსაზღვროს „როგორ და როდის“ უპასუხოს ჰეზბოლას მიერ გოლანის მაღლობებზე სარაკეტო განხორციელებულ თავდასხმას.
ეს კონფლიქტი რამდენიმე ფრონტზე გამწვავდა და გაიზარდა რისკი, რომ ის უფრო ფართო რეგიონულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
რაც შეეხება ნავთობზე მოთხოვნას, 2024 წლის პირველ ნახევარში ჩინეთის მიერ საწვავის იმპორტი 11%-ით დაეცა. მსოფლიოში ნავთობის წამყვანი იმპორტიორის მხრიდან მოთხოვნის ვარდნა ბაზარზე შეშფოთებას იწვევს.