საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 10,1%-ით გაიზარდა. სტატისტიკის სამსახურმა მშპ-ის შესახებ წინასწარი მონაცემები დღეს გამოაქვეყნა.
მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 71 754.2 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 10.1%-ს გაუტოლდა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2022 წელს 8.6% -ით განისაზღვრა.
მშპ-ის ზრდაში გასულ წელსაც, ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა საბითუმო და საცალო ვაჭრობამ; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტმა, ამ სექტორის წილი 15.2% ია, ასევე, დიდია დამამუშავებელი მრეწველობის წილი 11.1%. შემდგომ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.9%), მშენებლობა (8%), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (7%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.5%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.4%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (4.9%), ინფორმაციისა და კომუნიკაციის საქმიანობები (4.7%).