მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასის კლებამ მშენებლობის ღირებულება შეამცირა. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ მშენებლობაზე დასაქმებულების ანაზღაურებამ, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, 23.4%-ით დაიკლო.
რაც შეეხება ცვლილებას ერთი წლის ჭრილში, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობა 5.7%-ით გაძვირებულია. ფასების ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 4.8%-იანი მომატებით, აგრეთვე, მანქანა-დანადგარების ფასის 21,7%-იანი ზრდით და ტრანსპორტირების, საწვავის და ენერგომატარებლების(ჯამურად +8%) გაძვირებით.