მსოფლიო ბანკმა (WB) განაახლა ნავთობის ფასების პროგნოზი 2023 და 2024 წლებისთვის.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, Brent-ის ნავთობის ფასი აშშ დოლარში მოსალოდნელია, რომ წელს ბარელზე საშუალოდ $84 დოლარი იქნება, რაც 2022 წლის საშუალო მაჩვენებელზე 16%-ით დაბალი ღირებულებაა, ხოლო 2024 წელს ნავთობის საშუალო ფასი $86-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება.
ეს მონაცემები განსხვავდება მსოფლიო ბანკის მიერ ოქტომბრის თვეში გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებლებისგან. მაშინ მსოფლიო ბანკმა 2023 წლისთვის 8%-ით მაღალ ფასი ივარაუდა, ხოლო 2024 წლისთვის ბარელზე 6%-ით დაბალი საპროგნოზო ფასი ჰქონდა დაფიქსირებული.