ორშაბათი, ივნისი 16, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ეკონომიკა

მოსახლეობის აღწერამ 31 დეკემბრამდე გადაიწია

ავტორი Nona
12:31, 20 დეკემბერი, 2024
- ეკონომიკა, საზოგადოება
მოსახლეობის აღწერამ 31 დეკემბრამდე გადაიწია
გაზიარებაგაზიარება

საქსტატმა, 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ვადა წლის ბოლომდე გაახანგრძლივა. აღწერის პროცესის შეფერხების მიზეზად უწყებამ მოსახლეობის მიერ კარის არ გაღებას და ზოგიერთ რეგიონში მოსულ უხვ ნალექს დააასახელა.

მონაცემების შეგროვება ორივე მეთოდით – როგორც კარდაკარის ისე თვითრეგისტრაციის მეთოდით, 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა წელს პირველად თვითრეგისტრაციის მეთოდით დაიწყო. რეგისტრაციის ეს ახალი ფორმა აღწერის მხოლოდ პირველ ეტაპზე (14-28 ნოემბრის პერიოდში) მიმდინარეობდა. მეორე ეტაპზე კი მონაცემთა შეგროვება კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გაგრძელდა.

საქსტატი ამბობს, რომ აღწერის მიმდინარეობისას ქ. თბილისში მცხოვრები მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი, სხვადასხვა გარემოების გამო, კარს არ უღებდა მასთან სახლში აღწერაზე მისულ საქსტატის წარმომადგენელს (აღმწერს), რამაც გარკვეულწილად შეაფერხა და დროში
გაწელა პროცესი. მონაცემთა შეგროვების პროცესი შეაფერხა ასევე გასული დღეების განმავლობაში რამდენიმე რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა და რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა.

სტატისტიკის სამსახურის თქმით, მოქალაქეთა თხოვნით, საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე საქსტატმა გადაწყვიტა, რომ 20 დეკემბრიდან, კვლავ გახსნას აღწერის თვითრეგისტრაციის პორტალი, რათა მოქალაქეებმა დამოუკიდებლად შეავსონ ელექტრონული კითხვარი. ამ შემთხევაში საქსტატის ინტერვიუერის სახლში მიღება აღარ იქნება საჭირო.

ამისათვის საჭიროა ნებისმიერი მოქალაქე შევიდეს საქსტატის ვებსაიტზე https://census2024.geostat.ge/ka გაიაროს მარტივი რეგისტრაცია, შეავსოს აღწერის ელექტრონული კითხვარი, რომლის გადაგზავნის შემდეგაც მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებს კოდს, აღწერაში მონაწილეობის დასადასტურებლად.

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რეკომენდაციებით აუცილებელია, რომ საქართველოში აღწერა 2024 წლის ბოლომდე ჩატარდეს. ამასვე ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების 2024 წლის სამოქმედო გეგმაც.
აღწერას საქსტატის 12 ათასზე მეტი მუდმივი თუ დროებითი თანამშრომელი ატარებს.

სამსახური აცხადებს, რომ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღწერის ფარგლებში შეგროვებული მონაცემები მკაცრად კონფიდენციალურია, არ გასაჯაროვდება ინდივიდუალური სახით და გამოიყენება მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის.

თეგები: მოსახლეობის აღწერასაქსტატი

დაკავშირებული სიახლეები

სპექტაკლი, თეატრი
საზოგადოება

2024 წელს თეატრებში სპექტაკლების და მაყურებლების რაოდენობა შემცირდა – სტატისტიკა

14:54, 13 ივნისი, 2025
FDI , უცხოური ინვესტიციები
ეკონომიკა

I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები $179.4 მილიონამდე შემცირდა

11:25, 9 ივნისი, 2025
ივნისში ფასები 0,6%-ით გაიზარდა – საქსტატი
ეკონომიკა

მაისში ინფლაციამ 3,5% შეადგინა

11:29, 3 ივნისი, 2025
მშპ, ეკონომიკა
ეკონომიკა

აპრილში ეკონომიკური ზრდა შენელდა და 7,5% შეადგინა

11:38, 30 მაისი, 2025

ბოლო სიახლეები

JPMorgan

Forbes Global 2000-ის ლიდერი JPMorgan-ია – მსოფლიოს უდიდესი კომპანიების რეიტინგი 

34 წუთი-ის წინ
პრემია ელისო

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

22 საათის-ის წინ
დონალ ტრამპი

კრიპტოვალუტა, გოლფის კლუბები, ჰონორარები – ტრამპმა $1,6 მილიარდის აქტივი დაადეკლარირა

2 დღის-ის წინ
თიბისი, ბიზნესდაჯილდოება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

2 დღის-ის წინ
ჩინური ელექტრომობილები

მაისში ჩინური ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 24%-ით გაიზარდა

2 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin X-twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved