გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია თბური ტალღა, რაც ჰაერის ტემპერატურის მომატებაში გამოიხატება.
ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია +37, +39◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – +39, +41◦C-ს მიაღწიოს.
ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +33, +38◦C, მაღალ მთაში – +28, +33◦C-მდე მოიმატებს.
„მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს“, – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.