ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბიზნესი

მომხმარებლები ყველაზე ხშირად სილქნეტს უჩივიან

ავტორი Nona
09:53, 15 ივნისი, 2023
- ბიზნესი, საზოგადოება, სიახლეები
მომხმარებლები ყველაზე ხშირად სილქნეტს უჩივიან

istock

გაზიარებაგაზიარება

კომუნიკაციების სექტორში მომხმარებლები ყველაზე ხშირად უკმაყოფილებას სილქნეტის მომსახურების მიმართ გამოთქვამენ.

ამას აჩვენებს კომუნიკაციების სფეროში საზოგადოებრივი ინტერესების დამცველის სამსახურში შესული საჩივრები. ყველაზე მეტი საჩივარი სწორედ სილქნეტის მისამართით არის შესული.

2022 წელს კომუნიკაციების ომბუდსმენს მომხმარებლებმა სულ 1227 საჩივრით მიმართეს, საიდანაც 440 საჩივარი სილქნეტს ეხებოდა, შემდეგი იყო მაგთიკომი, რომლის მიმართ მომხმარებლებს 376 საჩივარი აქვთ შეტანილი,  ვიონი საქართველო – 78 საჩივარი, შპს სტერეო+ -39 საჩივარი, ახალი ქსელები – 31 საჩივარი და ა.შ.

საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ინფორმაციით, წლიდან წლამდე მომსახურებით უკმაყოფილო მომხმარებლების საჩივრების რიცხვი იზრდება. თუ 2019 წელს სამსახურში 714 იყო შესული. 2021 წელს ეს მაჩვენებელი –  971-მდე გაიზარდა, 2020 წელს 822 შეადგინა, ხოლო 2022 წელს კომუნიკაციების ომბუდსმენს 1227 საჩივრით მიმართეს.

რაზე ჩივიან მომხმარებლები

საჩივრების დიდი ნაწილი ინტერნეტ მომსახურების სფეროში არსებულ დარღვევებს ეხება.

ყველაზე მეტად მომხმარებლები ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის დაზიანებას და მომსახურების შეწყვეტის პირობებს უჩივის. ამ საკითხზე საზოგადოებრივ დამცველს 375 -ჯერ მიმართეს.

276 საჩივარი უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურებას ეხებოდა, 188 – სატელეკომუნიკაციო მომსახურების პაკეტების ცვლილებას და ა.შ.

ომბუდსმენის სამსახურის ინფორმაციით, საჩივრების 90% კომპანიებსა და მომხმარებელს შორის მორიგების, მედიაციის გზით წყდება.

თეგები: ახალი ქსელებივიონი-საქართველოკომუნიკაციების ომბუდსმენიმაგთიკომიმომსახურების ხარისხისაჩივრებისილქნეტიშპს სტერეო+

დაკავშირებული სიახლეები

პრეტნზიები, ბანკები, მომხმარებლები
ბანკები და ფინანსები

მარტში ბანკების მიმართ მომხმარებელთა პრეტენზიები 26%-ით გაიზარდა

11:16, 5 მაისი, 2025
მომხმარებელთა პრეტენზიები
ბანკები და ფინანსები

ბანკების მომხმარებლები უკმაყოფილებას ყველაზე ხშირად სადებეტო ბარათების მიმართ გამოთქვამენ

19:32, 8 აპრილი, 2025
5G  ტექნოლოგიის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აუქციონი გამოაცხადა 
ბიზნესი

“მაგთიმ“ 5G-ის დასანერგად 149 მილიონი ლარის სიხშირეები შეიძინა  

13:00, 23 ოქტომბერი, 2024
მომხმარებლები პრეტენზიები, საჩივრები, ბანკები
ბანკები და ფინანსები

აგვისტოში სებ-ში ბანკების მიმართ 2 176 საჩივარი შეიტანეს – რას უჩივიან მომხმარებლები

10:17, 4 ოქტომბერი, 2024

ბოლო სიახლეები

ლარი, ლარის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

5 საათის-ის წინ
სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

8 საათის-ის წინ
თიბისი, მთავარია გჯეროდეს

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

9 საათის-ის წინ
ომი უკრაინაში

 რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება და მის შენიღბვას მოლაპარაკებებით ცდილობს: FT

9 საათის-ის წინ
საბანკო დავალიანება, ვადაგადაცილება, სესხი, შავი სია

1 მაისისთვის მსესხებელთა საბანკო დავალიანება 21%-ით არის გაზრდილი: კრედიტინფო

10 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved