TBC Capital-ის შეფასებით, ლარი უცხოური ვალუტის მიმართ ზედმეტად არის გამყარებული.
TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის აზრით, ლარის კურსის გამყარებას, ძლიერ სავალუტო შემოდინებებთან ერთად, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზრდამაც შეუწყო ხელი.
რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, მთავარი ეკონომისტის შეფასებით, ძლიერი სავალუტო შემოდინებების მიუხედავად, ლარის გამყარების ალბათობა ძალზე მცირეა.
„ჩვენ ასევე ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ საშუალოვადიან პერიოდში ევროს დოლართან დამატებით გამყარების პოტენციალი გააჩნია“, – ნათქვამია TBC Capital-ის შეფასებაში.
TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, ინფლაციის მარტის მაჩვენებელი ოპტიმისტურ მოლოდინზე უფრო დაბალი აღმოჩნდა.
ოფიციალური ინფლაციის წლიური მაჩვენებელი მარტში 5.3% იყო, რაც თებერვლის 8.1%-ის შემდეგ საკმაოდ შემცირებულია. ხოლო თვიურ ჭრილში, თებერვლის მსგავსად, კვლავ დეფლაცია – 0,2% დაფიქსირდა;
მთავარი ეკონომისტის შეფასებით, ქვეყანაში შიდა მოთხოვნა ძლიერი რჩება. გაზრდილია ექსპორტიც, თუ საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დაცემით გამოწვეულ ფეროშენადნობებისა და სასუქების ნეგატიურ ეფექტს გამოვრიცხავთ. აღნიშნული პროდუქციის ექსპორტის შემცირებამ თებერვლის თვეში ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითად იმოქმედა და ის დაახლოებით 1%-ით შეამცირა