ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი საზოგადოება

მინიმალური ანაზღაურება საშუალო ხელფასის 40%-მდე უნდა გაიზარდოს – პროფკავშირები ხელისუფლებას მანიფესტით მიმართავს

ავტორი Nona
13:39, 2 მაისი, 2023
- საზოგადოება, სიახლეები
მინიმალური ანაზღაურება საშუალო ხელფასის 40%-მდე უნდა გაიზარდოს – პროფკავშირები ხელისუფლებას მანიფესტით მიმართავს

Shutterstock

გაზიარებაგაზიარება

პროფკავშირები დასაქმებულებისთვის მინიმალური ხელფასის გაზრდას და უმუშევრობის შემწეობის დადგენას მოითხოვს. გაერთიანება მიიჩნევს, რომ მინიმალური ხელფასი ქვეყანაში საშუალო ხელფასის არანაკლებ 40%-ით უნდა განისაზღვროს.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ 1-ელ მაისს მშრომელთა სოლიდარობის დღე აღნიშნა და სპეციალური მანიფესტი გამოაქვეყნა, რომლითაც საქართველოს მთავრობას და პარლამენტს დასაქმებულების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.

გაერთიანების განცხადებით, ქვეყანაში იზრდება სოციალური უთანასწორობა, რაც შემოსავლების არათანაბარმა გადანაწილებამ განაპირობა. ფასების ზრდა მნიშვნელოვნად აისახა საქართველოს მოსახლეობაზე, განსაკუთრებით მათზე, ვინც ანაზღაურების სახით 500 ლარზე ნაკლებს იღებს.

„საქართველოში დღეს 131 ათასზე მეტ ადამიანს ხელფასი 500 ლარზე ნაკლები აქვს. დღევანდელი 500 ლარი კი 2010 წლის ფასებში 282 ლარს არ აღემატება.  აქვე, თებერვლის მდგომარეობით, 277 ადამიანი იღებს 100 ათას ლარზე მეტ ხელფასს თვეში და ისინი იბეგრებიან ისეთივე საშემოსავლო გადასახადით, როგორც 100 ან 200 ლარიანი ხელფასის მქონე დასაქმებულები. პროგრესული გადასახადის არარსებობის პირობებში, უთანასწორობა სულ უფრო ღრმავდება.გადასახადს იხდიან ის დასაქმებულებიც, რომელთა შემოსავალიც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.

ოფიციალური სტატისტიკით მცირდება ფარდობითი სიღარიბის დონე (2021 წლის მდგომარეობით 18,9%). რეალურად კი, უთანასწორობა და მასთან ერთად, სოციალური პროგრამების მიღმა სიღარიბე იზრდება. სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება რა თქმა უნდა კარგია, თუმცა ეს შემცირება ბოლო 17 წლის განმავლობაში მხოლოდ 1,8%-ია და რაც მთავარია, სიღარიბის შემცირება ხდება სოციალური პროგრამებით მოსახლეობის მოცვის გაფართოებით და არა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით, ან დასაქმების დონის ზრდით”, – აღნიშნულია მანიფესტში.

პროფკავშირები ასევე პრობლემად მიიჩნევს, ქალთა და მამაკაცთა ხელფასებს შორის არსებულ სხვაობას, რომელიც 17,3%-ს აღწევს. გაერთიანება სახელმწიფოს არაფორმალურად დასაქმებულების დახმარებისკენაც მოუწოდებს.

„არასასოფლო-სამეურნეო სფეროში მომუშავეთა 28,8% არაფორმალურადაა დასაქმებული. ისინი მოკლებულნი არიან, როგორც შრომის კოდექსით გათვალისწინებული შრომითი უფლებებით სარგებლობის, ისე საპენსიო სისტემაში მონაწილეობის შესაძლებლობას.

მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯები არაფორმალური დასაქმების ნებაყოფლობითი ფორმალიზაციისკენ”, – წერია მანიფესტში.

პროფკავშირებს მიაჩნია, რომ გადაუდებლად აუცილებელია:

• დასაქმებულების ღირსეული მინიმალური ხელფასით უზრუნველყოფა;

• უმუშევრობის შემწეობის დადგენა;

• გენდერული უთანასწორობის უზრუნველყოფა, ქალისა და კაცის ხელფასებს შორის სხვაობის შემცირება და აღმოფხვრა;

• პროგრესულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლა;

• კოლექტიური მოლაპარაკებებისა და სოციალური დიალოგის წახალისება და სოციალური კულტურის ნაწილად დამკვიდრების ხელშეწყობა.

გაერთიანება ასევე, ითხოვს, 1-ელი მაისის უქმე დღედ გამოცხადებას.

თეგები: 1-ელი მაისიმანიფესტიმინიმალური ხელფასიპროფკავშირებისაქართველოს მთავრობასაშუალო ხელფასიუმუშევრობა

დაკავშირებული სიახლეები

ირაკლი კობახიძე
ეკონომიკა

არჩევნების წინ მთავრობა ბიუჯეტს ზრდის – ხელფასები ემატებათ პედაგოგებს

11:48, 17 ივნისი, 2024
ხელფასები, საშუალო ხელფასი
ეკონომიკა

საქართველოში საშუალო ხელფასმა 1943 ლარი შეადგინა – ნაკლები წინა კვარტალთან შედარებით

11:28, 17 ივნისი, 2024
მაიკლ როთი
საზოგადოება

მიხაელ როთი წერს, რომ საქართველოს მთავრობამ ევროველ დიპლომატებთან შეხვედრაზე უარი თქვა

14:39, 14 მაისი, 2024
სავალუტო ფონდის მისია, ანგარიში, რეკომენდაციები,
ეკონომიკა

„საქართვლოში მმართველობის მაჩვენებლები გაუარესდა”- სსფ-ის მისიის შეფასება

11:47, 19 მარტი, 2024

ბოლო სიახლეები

ლარი, ლარის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

5 საათის-ის წინ
სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

8 საათის-ის წინ
თიბისი, მთავარია გჯეროდეს

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

9 საათის-ის წინ
ომი უკრაინაში

 რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება და მის შენიღბვას მოლაპარაკებებით ცდილობს: FT

9 საათის-ის წინ
საბანკო დავალიანება, ვადაგადაცილება, სესხი, შავი სია

1 მაისისთვის მსესხებელთა საბანკო დავალიანება 21%-ით არის გაზრდილი: კრედიტინფო

10 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved