საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობა შემცირდა.
2024 წლის ივლისის ბოლოს მიმოქცევაში სულ 561 184 ბარათი იყო, რაც 2023 წლის ივლისთან შედარებით 2 764 ბარათით ნაკლებია.
კლება გამოიწვია Visa ბარათების რაოდენობის შემცირებამ. ერთ წელიწადში ამ ტიპის საკრედიტო ბარათები მიმოქცევაში 16,5%-ით არის შემცირებული. ამჟამად მიმოქცევაში 119 644 Visa ბარათია.
რაც შეეხება EC/MC ბარათების რაოდენობას, 2023 წლის ივლისის შემდეგ მათი რაოდენობა 26%-ით არის გაზრდილი და ამ პერიოდისთვის მიმოქცევაში სულ ამ ტიპის 105 863 საკრედიტო ბარათია.
რაც შეეხება მიმოქცევაში არსებულ სადებეტო ბარათებს, მათი რაოდენობა 8,710 მილიონს აღემატება და ერთ წელიწადში 11%-ით არის გაზრდილი. სადებეტო ბარათების 30% Visa ბარათია.