მიკროსაფინანსო ბაზარი დაპატარავდა – მისოების რეიტინგი
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ქსელი შემცირდა. სექტორში დასაქმებული 3 480 კადრი რჩება.
1 აპრილის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მთლიანმა აქტივებმა 1.7 მლრდ. ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 24%-ით არის შემცირებული(2024 – 2.230 მლრდ).
აქტივების კლების მიზეზი ორი მისოს “კრისტალის”(Q1/2025) და “მიკრო ბიზნეს კაპიტალის”(MBC) მიკრობანკად გარდაქმნაა.
მიკროსაფინანსო სექტორის ლიდერი ამჟამად “რიკო კრედიტია”. ყველაზე მეტს, 900-მდე პირს „რიკო“ ასაქმებს. მას ერგო ყველაზე მსხვილი დამსაქმებლის სტატუსი „კრისტალის“ (1 008 კადრით) მიკროსაბანკო ბაზარზე გადანაცვლების შემდეგ.
ამ დროისთვის ბაზარზე 30 მისო მომხმარებელს 370 ფილიალით ემსახურება და ყველზე მეტი სერვისცენტრით „რიკო“ (68), „ლიდერ კრედიტი“ (48) და “სვის კაპიტალია“ (35) წარმოდგენილი.