ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ეკონომიკა

მთავრობა ფქვილზე ხუთი თვით საიმპორტო საფასურს აწესებს

ავტორი Nato
11:27, 29 მაისი, 2023
- ეკონომიკა, სიახლეები
ქვეყანაში ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა, მიზეზი რუსული ფქვილის იმპორტის ზრდაა

ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია / Wheat producers Association/Facebook

გაზიარებაგაზიარება

მთავრობა იმპორტირებულ ფქვილზე 5 თვის ვადით საიმპორტო საფასურს დააწესებს. გადაწყვეტილება ძალაში, სავარაუდოდ, 10 ივნისიდან შევა.

მარცვლეულის, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციებისა და პურის მრეწველთა კავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში შევძელით, რომ ხორბლის წარმოება 60%-ით გაგვეზარდა. წელსაც ველოდებით, რომ ზრდის დინამიკა შენარჩუნებული იქნება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფქვილის იმპორტზე დაწესდება დამატებითი საფასური, რაც წისქვილკომბინატების მუშაობას კონკურენტუნარიანს გახდის. მთავარი ამოცანა არის, რომ პურზე ფასები შენარჩუნდეს. ყველას მხარესთან შეჯერებული გვაქვს ეს პოზიციები“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ პური არ გაძვირდება. „ისეთი ოდენობაზეა განსაზღვრული ფქვილის ღირებულება, რომ არსებული ფასები არ გაიზარდოს“.

მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის – ნიკოლოზ ბენიანიძის აზრით, ფქვილზე დამატებითი საფასურის დაწესება ხორბალს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, შესაბამისად, დაიწყება ხორბლის იმპორტი. ამუშავდება წისქვილი და ფერმერები შეძლებენ პროდუქციის – როგორც ძველი, ასევე ახალი მოსავლის გაყიდვას.

წლის დასაწყისიდან მარცვლეულის მწარმოებელი ფერმერები მთავრობას მარცვლეულის რეალიზაციაში დახმარებას სთხოვენ. ამ მიზნით ფერმერთა გაერთიანებაც შექმნეს. მათ მთავრობას რუსული ფქვილის იმპორტზე ბაჟის შემოღების ინიციატივით მიმართეს. ასოციაციები ფქვილზე ბაჟის შემოღებით სტაბილური ფასის გარანტიას იძლეოდნენ და ამბობდნენ, რომ ეს დარგის გადარჩენის გზა იქნებოდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებდა, რომ ფერმერებს ხორბალი ჩაუბარებელი არ დარჩებოდათ და წისქვილებიც ამუშავდებოდა, თუმცა, დღემდე გადაწყვეტილება მიღებული არ იყო.

თეგები: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომალხაზ დოლიძემარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციანიკოლოზ ბენიანიძეოთარ შამუგიაპურის მრეწველთა კავშირი

დაკავშირებული სიახლეები

სებ-ის საბჭო
ბანკები და ფინანსები

ეროვნული ბანკის საბჭოს 4 ახალი წევრი ჰყავს – პარლამენტმა ისინი ერთხმად აირჩია 

15:31, 6 თებერვალი, 2025
თხილი, თხილის წარმოება
ეკონომიკა

ექსპორტირებული თხილის ღირებულება 37%-ით გაიზარდა: სოფლის მეურნეობის სამინისტრო

19:19, 27 იანვარი, 2025
ახალ მთავრობაში 3 მინისტრი იცვლება
საზოგადოება

ახალ მთავრობაში 3 მინისტრი იცვლება

12:54, 25 ნოემბერი, 2024
რაჭა, რთველი, ყიურძენი, ოთარ შამუგია
სიახლეები

„რაჭაში ყურძნის მინიმალური ფასი 8 ლარია”: ოთარ შამუგია

17:31, 26 სექტემბერი, 2024

ბოლო სიახლეები

ლარი, ლარის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

5 საათის-ის წინ
სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

8 საათის-ის წინ
თიბისი, მთავარია გჯეროდეს

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

9 საათის-ის წინ
ომი უკრაინაში

 რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება და მის შენიღბვას მოლაპარაკებებით ცდილობს: FT

9 საათის-ის წინ
საბანკო დავალიანება, ვადაგადაცილება, სესხი, შავი სია

1 მაისისთვის მსესხებელთა საბანკო დავალიანება 21%-ით არის გაზრდილი: კრედიტინფო

10 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved