შაბათი, ივნისი 14, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბიზნესი

მთავრობას რუსული ფქვილის იმპორტის შეზღუდვა არ სურს

ავტორი Nona
18:36, 25 მარტი, 2023
- ბიზნესი, სიახლეები
მთავრობას რუსული ფქვილის იმპორტის შეზღუდვა არ სურს
გაზიარებაგაზიარება

მიზეზად პურის მოსალოდნელი გაძვირება სახელდება

მეხორბლეებისა და წისქვილკომბინატების პრობლემების მოსაგვარებლად მთავრობამ გადაწყვეტილება ამ დრომდე ვერ მიიღო.

წისქვილკომბინატებს რუსული ფქვილის იმპორტის შეზღუდვა და მუშაობის დაწყება სურთ. ხოლო მარცვლეულის მწარმოებელ ფერმერებს გასული სეზონის მოსავლის რეალიზაციაში სჭირდებათ დახმარება.

ქვეყანაში არსებული ყველა წისქვილკომბინატი ამჟამად გაჩერებულია. მათ პრობლემები რუსეთის მიერ ხორბლის საექსპორტო ბაჟის დაწესებამ შეუქმნა, რადგან გაძვირებული პროდუქციის შემოტანა ვეღარ შეძლეს. სიტუაცია კატასტროფული გახადა რუსულ ფქვილზე საექსპორტო ბაჟი გაუქმებამ, რის შემდეგ, ადგილობრივი ბაზარი თითქმის მთლიანად რუსულმა ფქვილმა დაიკავა. ხორბლისა და ფქვილის ფასებს შორის დიდი სხვაობის გათვალისწინებით, იმპორტიორებმა თანდათან შეამცირეს ხორბლის შემოტანა და ფქვილის იმპორტზე გადაერთნენ.

ხორბლის დაფქვამ აზრი დაკარგა, რადგან რუსული ფქვილი უფრო იაფი ღირს. ადგილობრივი ფერმერები. რომლებმაც მარცვლეული წისქვილებში ვეღარ ჩააბარეს, მოსავლის სრულად რეალიზაციას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

ხორბლის მწარმოებელთა და მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციებში გაერთიანებულმა მეწარმე სუბიექტებმა საქართველოს მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართეს.

მხარეები რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს, თუმცა, როგორც გაირკვა, მთავრობა გადაწყვეტილებას პურის შესაძლო გაძვირების შიშით ვერ იღებს. ყოველ შემთხვევაში, ის ოფიციალურად ამ მიზეზს ასახელებს.

როგორც საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ განაცხადა, მთავრობას ჯერ კიდევ არ აქვს გეგმა, როგორ მოაგვარებს ფერმერების და წისქვილკომბინატების პრობლემებს.

ორივე ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა და ნიკოლოზ ბენიანიძე ამბობენ, რომ პურის გაძვირების რისკები დღეს არ არსებობს.

„მთავრობამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს პურის გაძვირების საშიშროება. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით. დღეს 1 ტომარა ფქვილის ფასი 45 ლარია, რაც ისტორიული მინიმუმია, რაც იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ პურის გაძვირების არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რასაც პურის მწარმოებლებიც ადასტურებენ“, – აღნიშნა ლევან  სილაგავამ.

რატომ არ ენდობა მთავრობა პურის მწარმოებლებს, რომლებიც გაძვირებას გამორიცხავენ? მთავრობას რუსეთიდან ფქვილის იმპორტზე გადასახადის შემოღებისგან თავს იკავებს. იქნებ იმის გამო, რომ რუსული ფქვილის იმპორტისთვის ხელის შეშლა არ უნდა?

რუსეთიდან ფქვილის იმპორტი მსუყე ბიზნესად იქცა. გასულ წელს საქართველო რუსული ფქვილის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა იყო. წლის განმავლობაში ქვეყანაში 200 ათას ტონაზე მეტი ღირებულების ფქვილი შემოვიდა.

რა ეშველებათ ფერმერებს, რომლებიც ვერ აბარებენ ხორბალს და ვერ იწყებენ საგაზაფხულო სამუშაოებს, კვლავ უცნობია. შექმნილი პრობლემები საფრთხეს უქმნის ხორბლის ადგილობრივ წარმოებას, რომელიც ისედაც ძალიან მცირეა. როგორც ფერმერები ამბობენ, ხორბლის მოყვანა, რაც უამრავ ხარჯს უკავშირდება, აზრი ეკარგება.

თეგები: ლევან სილაგავამარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციანიკოლოზ ბენიანიძეფქვილის იმპორტიწისქვილკომბინატებიხორბალიხორბლის მწარმოებელთა ასოციაცია

დაკავშირებული სიახლეები

თიბსისი, ვასილ მირიანაშვილი
ბანკები და ფინანსები

თიბისი აგრობიზნესისთვის – მირიანაშვილების პურის ყანა, ტრადიციიდან ინოვაციამდე

16:31, 28 აპრილი, 2025
ხორბალი
ეკონომიკა

საქართველოს ყაზახური ხორბალი უძვირდება

11:33, 28 მარტი, 2025
ხორბლის ფასი, ხორბლის იმპორტი
ეკონომიკა

იანვარ-თებერვალში ხორბლის იმპორტი 12%-ით შემცირდა, ექსპორტი – ნულოვანია

13:12, 25 მარტი, 2025
ფქვილის, ქერისა და ქატოს იმპორტზე გადასახადი იზრდება
ეკონომიკა

ფქვილზე, ქერსა და ქატოზე საიმპორტო გადასახადი გაიზარდა

12:58, 3 მარტი, 2025

ბოლო სიახლეები

დონალ ტრამპი

კრიპტოვალუტა, გოლფის კლუბები, ჰონორარები – ტრამპმა $1,6 მილიარდის აქტივი დაადეკლარირა

3 საათის-ის წინ
თიბისი, ბიზნესდაჯილდოება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

6 საათის-ის წინ
ჩინური ელექტრომობილები

მაისში ჩინური ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 24%-ით გაიზარდა

8 საათის-ის წინ
ლარი მიმოქცევაში

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

1 დღის-ის წინ
ელისო

14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის

1 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin X-twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved