ორშაბათი, ივნისი 16, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: მე ვამაყობ ყველა მოსამართლით

ავტორი Nona
15:11, 10 აპრილი, 2023
- საზოგადოება, სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილი: მე ვამაყობ ყველა მოსამართლით

რადიო თავისუფლება

გაზიარებაგაზიარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სასამართლო სისტემა სამაგალითოა. ამის შესახებ მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით, ისინი არიან ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, იცავენ ჩვენს სუვერენიტეტსა და ეროვნულ პოლიტიკას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამაგალითო უწოდა სანქცირებულ მოსამართლეებსაც.

მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს სასამართლოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება. 

„ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ თქვენს ინიციატივებს, ახალ პროგრამებს. დღეს სასამართლო რომ გვაქვს თავისუფალი კორუფციისგან, ყოველგვარი ჩარევისგან, ზეწოლისგან, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის, ნინო ქადაგიძისა და მოსამართლეების დამსახურება”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ეს პრემიერ-მინისტრის პირველი საჯარო შეხვედრა იყო მოსამართლეებთან მას შემდეგ, რაც რამდენიმე მათგანს აშშ-მა სანქცია დაუწესა.

„ყველა ეს მოსამართლე, რომელზეც გავრცელდა ეს გადაწყვეტილება, მე ვიცი და ყველამ იცის, რომ ესენი არიან მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი მოსამართლეები, რომლებიც თავისი შეგნებით ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, გაძლიერებას”, – თქვა მან. 

აშშ-მა სავიზო სანქციები დაუწესა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს და მათი ოჯახის წევრებს. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). 

თეგები: ვალერიან ცერცვაძეირაკლი ღარიბაშვილიირაკლი შენგელიაიუსტიციის უმაღლესი საბჭოლევან მურუსიძემიხეილ ჩინჩალაძესანქციებისასამართლო

დაკავშირებული სიახლეები

დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი, სანქციები
ეკონომიკა

რას შეეხება აშშ-ს და ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

15:22, 10 ივნისი, 2025
აშშ-ის ტარიფები, დონალდ ტრამპი, სატარიფო ომი
ეკონომიკა

აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ტარიფები შეაჩერა და ახლის შემოღებაც აკრძალა

10:16, 29 მაისი, 2025
საქართველოს ბანკი
ბანკები და ფინანსები

„საქართველოს ბანკმა“ რუს კლიენტებს ძვირადღირებული შესყიდვები აუკრძალა

16:58, 22 მაისი, 2025
სანქციები, რუსეთი, ევროკავშირი
ეკონომიკა

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს

20:50, 16 მაისი, 2025

ბოლო სიახლეები

JPMorgan

Forbes Global 2000-ის ლიდერი JPMorgan-ია – მსოფლიოს უდიდესი კომპანიების რეიტინგი 

29 წუთი-ის წინ
პრემია ელისო

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

22 საათის-ის წინ
დონალ ტრამპი

კრიპტოვალუტა, გოლფის კლუბები, ჰონორარები – ტრამპმა $1,6 მილიარდის აქტივი დაადეკლარირა

2 დღის-ის წინ
თიბისი, ბიზნესდაჯილდოება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

2 დღის-ის წინ
ჩინური ელექტრომობილები

მაისში ჩინური ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 24%-ით გაიზარდა

2 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin X-twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved