ისრაელში მეცნიერებმა პომიდვრის ახალი ჯიში გამოიყვანეს, რომელიც უფრო გვალვაგამძლეა და ფერმერებს კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზეგავლენისგან დაიცავს.
იერუსალიმის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ახალი გენი მოსავლიანობის გაზრდასა და გვალვის პირობებისადმი ტოლერანტობას უზრუნველყოფს.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ახალი ჯიშის პომიდორს, ღია ცის ქვეშ მოყვანისას, მორწყვისთვის 2-ჯერ ნაკლები რაოდენობის წყალი დასჭირდება.
ამის მისაღწევად მეცნიერებმა შეაჯვარეს პომიდვრის ორი სახეობა – ველური ჯიში, რომელიც მოდის დასავლეთ პერუს უდაბნოში და კომერციული ჯიშის პომიდორი, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული. შედეგად მოსავლიანობა გაიზრდება 20-50%-ით, როგორც ნორმალურ, ისე მშრალ პირობებში. ასევე გაუმჯობესებულია მცენარის ზომა.
მეცნიერები ამბობენ, რომ ამ მეთოდს სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების გასაუმჯობესებლადაც გამოიყენებენ.