ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დღეს, 18 მაისს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობის მუშაობის შედეგად, ფარმაცევტულ ქსელებში მედიკამენტების ფასები 12.5%-ით შემცირდა.
მისი თქმით, ფარმაცევტული დარგის რეგულირებამ, კერძოდ, რეფერენტული ფასების დაწესებამ და თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის გამარტივებამ, შედეგი გამოიღო და მედიკამენტების გაიაფება განაპირობა.
მან ამის დასტურად მოიშველია სტატისტიკის სამსახურის მონაცემები, რომლის თანახმად, მედიკამენტების ფასები 12.5%-ით არის შემცირებული.
მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები 2023 წლიდან დაწესდა. განისაზღვრა ღირებულების მაქსიმალურ ზღვარი და მასზე ძვირად წამლის რეალიზაცია აიკრძალა.
ასევე, 2022 წლის იანვრიდან, ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილებაში – სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ და ამ სიას თურქეთი დაემატა.