ილონ მასკმა სახლიდან მუშაობას „სისულელე“ უწოდა და IT ინჟინრებს მოუწოდა, დაბრუნდნენ ოფისებში. ამის შესახებ მილიარდერმა CNBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა.
მასკმა განმარტა, რომ მისი შეხედულება პროდუქტიულობის საკითხს არ ეხება, არამედ სახლიდან მუშაობა „მორალურად არასწორია“.
მან თქვა, რომ IT მუშაკების სახლიდან მუშაობა ფარისევლობა იყო და მათ სამუშაოდ ოფისებში უნდა იარონ.
მასკის გადაწყვეტილებით, თანამშრომლებმა ოფისებში კვირაში მინიმუმ 40 საათი უნდა გაატარონ.