2024 წლის მარტში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა 106 გვტ. სთ-ს მიაღწია, რომელიც მთლიანად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ელექტრომომარაგებას მოხმარდა.
აფხაზეთის მოხმარება მარტში 3,6%-ით გაიზარდა.
ელექტროენერგიის მოხმარება ჯამში 5,8%-ით გაიზარდა და 1,182 გვტ.სთ-ს მიაღწია. მოხმარება გაზრდილია ყველა კატეგორიაში. საცალო მომხმარება გაიზარდა 8,5%-ით, მსხვილი მომხმარებლების – 1,2%-ით მოიმატა.
მინიმუმამდე შემცირდა ელექტროენერგიის ექსპორტი, რაც თურქეთის მხრიდან მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება. საქართველოსთვის მთავარ საექსპორტო ქვეყანაში წყალუხვობაა და შესაბამისად, ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოება გაზრდილია.
ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტი (2024 წლის მარტი)