ლიეტუვა აპირებს, მთლიანად გაწყვიტოს ენერგეტიკული კავშირი მოსკოვთან.
როგორც Bloomberg წერს, ქსელის ოპერატორი Litgrid AB სისტემის ტესტირებას დღეს ჩაატარებს, რა დროსაც, რუსეთის ქსელთან კავშირი მთლიანად შეწყდება და ელექტროენერგიას მხოლოდ შიდა წყაროებიდან მიიღებს. ელექტოენერგიის ნაწილის იმპორტირება კი შვედეთიდან და პოლონეთიდან განხორციელდება.
ლიეტუვა, ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად, ინტენსიურად მუშაობს, რათა მინიმუმამდე შეამცირონ მოსკოვზე ენერგეტიკული დამოკიდებულება ნავთობის, ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიების გზით. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტი შეწყვიტეს, მაგრამ ამ დრომდე იღებენ რუსეთიდან ელექტროენერგიას, რაც სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად სჭირდებათ.
ევროკავშირმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს €1 მილიარდზე მეტი გამოუყო, რათა გათავისუფლდნენ რუსეთის ენერგეტიკულ ქსელზე დამოკიდებულებისგან.
ვილნიუსი აცხადებს, რომ მზად არის რუსეთთან კონტაქტის გასაწყვეტად და ამის გაკეთებას უკვე 2024 წელს აპირებს.
რიგა და ტალინი კი გარდამავალი პერიოდისთვის მეტ დროს ითხოვენ.