2023 წელს ლიბერთის წმინდა მოგება 27,9 მლნ ლარით გაიზარდა და 81,162 მლნ ლარი შეადგინა. 2022 წელს ქვეყნის მესამე უმსხვილეს ბანკს 53,211 მლნ ლარის წმინდა მოგება ჰქონდა.
როგორც ბანკის ფინანსურ ანგარიშგებაშია მითითებული, საანგარიშო პერიოდში ლიბერთიმ 522,905 მლნ ლარის საპროცენტო შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით თითქმის 200 მლნ ლარით მეტია (322,953 მლნ ლარი – 2022 წელს).
ამასთან, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, გაზრდილია ბანკის საკომისიო შემოსავალიც. 2023 წელს ლიბერთიმ საკომისიოების სახით 51,266 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, 2022 წელს კი 32,176 მლნ ლარი.
ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ლიბერთი ბანკის აქტივები შეადგენს 4,098 მლრდ ლარს, ვალდებულებები კი 3,604 მლრდ ლარს.
ლიბერთი ბანკი საქართველოს ბაზარზე 1993 წლიდან ოპერირებს.